თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ პოლიტიკურ ფოკუს ჯგუფებს შორის ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კვლევის შედეგები საკრებულოს წარმომადგენლებს „NDI - საქართველოს“ დირექტორმა ლორა თორნტონმა წარმოუდგინა. მისი თქმით, კვლევა ოთხ ქალაქში – თბილისში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფში – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს.
NDI-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ეროვნული მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების თემატიკაზე და თბილისის საკრებულოს ამ კუთხით თანამშრომლობა შესთავაზა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა NDI–ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ლორა თორნტონის შემოთავაზებას თბილისის საკრებულოს სახელით დაეთანხმა და შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022